top of page
Female doctor waiting for the emergency entry

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის იუნიორთა სექცია

ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო! უდიდესი სიხარულით გვინდა გაუწყოთ საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის იუნიორთა სექციის ჩამოყალიბება; სექციისა, რომელიც წარმოადგენს მედიცინის სტუდენტების, შინაგანი მედიცინის სხვადასხვა მიმართულებების რეზიდენტების და ახალგაზრდა ექიმ-სპეციალისტთა გაერთიანებას, რომელსაც უკავშირდება კოლეგიის დამფუძნებელთა, საპატიო და პროფესიულ წევრთა უდიდესი იმედები! 

Leo and Alika.png

ინფექციური ენდოკარდიტი

ქართულენოვანი ადაპტირებული პლათფორმა

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია აგრძელებს კლინიკური გაიდლაინების და რეკომენდაციების თარგმნას და ადაპტირებას, იოლად გამოსაყენებელი და დროის დამზოგველი, ქართულენოვანი პლათფორმების სახით. წარმოგიდგენთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების კომიტეტის მიერ შემუშავებულ გაიდლაინს ინფექციური ენდოკარდიტის მართვის თაობაზე. მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტიც, რომ ქართულენოვანი ადაპტირების ავტორი გახლავთ ჩვენი კოლეგიის იუნიორთა სექციის აქტიური წევრი ლევან ჭელიძე. ვფიქრობთ, რომ წინამდებარე პროდუქტი, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული ბმულიდან, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს. ჩამოტვირთეთ

არტერიული სისხლის აირები

ABG.png

სწრაფი და მარტივი ინტერპრეტაცია

წარმოგიდგენთ საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის იუნიორთა სექციის წევრების, ახალგაზრდა და პერსპექტიული მედიკოსების: ლევან ჭელიძის და ანზორ გოგიბერიძის პირველ ნაშრომს, რომელიც ეძღვნება სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების სწრაფ და მარტივ ინტერპრეტაციას. გადმოცემის მარტივად აღსაქმელი და ლაკონური ფორმა, ორიგინალური ილუსტრაციები, ცხრილები, დიაგრამები და ალგორითმები, უკიდურესად მიმზიდველს ხდის ახალგაზრდა კოლეგების ნაშრომს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს პრეტენზია ფუნდამენტალურობაზე, თუმცა სრულიად აკმაყოფილებს სამაგიდო სახელმძღვანელოს მოთხოვნებს. 

1.png

იშვიათი კლინიკური შემთხვევა

წარმატებული დებიუტი

ფარმაციის და სამედიცინო მეცნიერებების საერთაშორისო კვლევითი ჟურნალის (International Research Journal of Pharmacy and Medical Sciences (IRJPMS)-ISSN (Online): 2581-3277) სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის იუნიორთა სექციის წევრების, ანზორ გოგიბერიძის, ლევან ჭელიძის, იზი მგელაძის ავტორობით და პროფ. კახაბერ ჭელიძის თანაავტორობით შესრულებული პუბლიკაცია, რომელიც ეხება ზრდასრულთა ასაკში ინიცირებული სტილის დაავადების დიაგნოსტიკის და წარმატებული მართვის კლინიკურ შემთხვევას.  

bottom of page