პროექტები და ღონისძიებები(არქივი)
Non Progredi Est Regredi
Non Progredi Est Regredi
Georgian College of Internal Medicine
პროექტები და ღონისძიებები(არქივი)
COVID-19-ასოცირებული კოაგულოპათია
2020 წლის 6 ნოემბერს, ფარმაცევტული კომპანია Bayer-ის მხარდაჭერით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია თემაზე: "COVID-19-ასოცირებული კოაგულოპათია", რომელზედაც განხილულ იქნა SARS-CoV-2 ინფექციასთან ასოცირებული კოაგულოპათიის მართვის კლინიკური ასპექტები. კონფერენციის მიწურულს გაიმართა აქტიური დისკუსია მომხსენებელს, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურ მდივანს, პროფ. კახაბერ ჭელიძესა და ონლაინ-აუდიტორიას შორის.
გულის მსოფლიო დღე
2020 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მიხეილ წვერავამ, კოლეგიის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ და საპატიო წევრმა, პროფესორმა არჩილ ჩუხრუკიძემ. ფარმაცევტული ფირმა KRKA-ს მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განხილულ იქნა კარდიოლოგიის აქტუალური საკითხები.
კოლეგიის
ონლაინ პრეზენტაცია
2020 წლის 22 სექტემბერს შედგა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის ონლაინ პრეზენტაცია, რომელზედაც კოლეგიის მიზნებზე, ამოცანებზე, მიმდინარე და პერსპექტიულ პროექტებზე ისაუბრეს კოლეგიის პრეზიდენტმა, პროფ. მიხეილ წვერავამ და გენერალურმა მდივანმა, პროფ. კახაბერ ჭელიძემ. კონფერენცია შედგა Wörwag Pharma-ს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით და მხარდაჭერით.
მზის ვიტამინი და ახალი კორონავირუსი
2020 წლის 12 მაისს გაიმართა ონლაინ კონფერენცია "მზის ვიტამინი და კორონავირუსი". ონლაინ აუდიტორიამ მოისმინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივნის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის ლექცია SARS-CoV-2 ინფექციისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის შესაძლო ურთიერთკავშირზე.
რკინის
დეფიციტის ფარული
ასპექტები
2020 წლის 3 ივლისს Wörwag Pharma-ს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელზედაც რკინის დეფიციტის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მიხეილ წვერავამ და გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.