top of page

კოლეგიის ლოგო 

Coat of Arms.jpg

კოლეგიის ლოგო წარმოადგენს თეთრ ფონზე განთავსებულ ორფეროვან (ლურჯი და წითელი) ჯვარს, წინ აღმართული შავკონტურებიანი ჩირაღდნიანი ხელით და კოლეგიის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და ორფეროვანი (ლურჯი და წითელი) დასახელებით მარცხენა ზედა და მარჯვენა ქვედა კუთხეებში. 

ლოგოს ელემენტების ჰერალდიკური მნიშვნელობა:

  • ტინქტურის (ფერები) სიმბოლური დატვირთვა:

    • ჰერალდიკური ლურჯი (Azure) - ერთგულება, თავდადება, სამართლიანობა, უმანკოება, ჭეშმარიტება, ძალა და რწმენა;

    • ჰერალდიკური წითელი (Gules) - დიდსულოვნება, სიკეთე, ძლიერება, მარტვილობა, თავგანწირვის უნარი;

    • ჰერალდიკური შავი (Sable) - სიბრძნე, კეთილგონიერება, სულგრძელობა, სიუხვე, დიდებულება, გამარჯვება, ტრიუმფი, მუდმივობა, ურყევობა, სიმტკიცე, რწმენა.

  • ფორმიანი ელემენტების სიმბოლური დატვირთვა:

    • ჯვარი - რწმენის, ბოროტზე გამარჯვების და მედიცინის სიმბოლო;

    • ჩირაღდანი - ჭეშმარიტების, ცოდნის, განწმენდის და სიყვარულის სიმბოლო;

    • ხელი ჩირაღდნით - ცოდნის, სინათლის, სითბოს, ზრუნვის, სიყვარულის გაზიარების სიმბოლო. ​

კოლეგიის დევიზი

კოლეგიის დევიზი წარმოადგენს ოქროსფერი ასოებით შესრულებულ ლათინურ აფორიზმს: "Non progredi est regredi", რომლის შესატყვისი ქართული ფორმულირება შემდეგნაირია: "პროგრესის არარსებობა რეგრესია" და ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება განვითარების და წინსვლის გარეშე, უკუსვლა და დაკნინებაა.

bottom of page